|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა შერჩევა სრულდება

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისის ბენეფიციართა შერჩევა სრულდება. ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე კომისიის მუშაობა შეაჯა და იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეთა შერჩევა მოხდა.

ქავთარაძის განცხადებით, პრიორიტეტი მიენიჭა ბინის მაძიებელთაგან მათ, რომელთაც რეალურად არ აქვთ საცხოვრებელი, ასევე ორი წლის განმავლობაში არიან რეგისტრირებული ქუთაისში, ასევე  შშმ პირებსა და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს. შერჩეულია 260 ბენეფიციარი, რომელთა სიაც ხვალ გამოქვეყნდება.

კოტე ქავთარაძის განცხადებით, სოციალურ საცხოვრისში დაახლებით 80-ზე მეტი ოჯახის შესახლება მოხდება, თუმცა მერიამ მშენებარე კომპანიიდან ჯერ დამატებითი ფართი უნდა შეიძინოს. 

"მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მოხდეს დამატებითი ფართის შეძენა, მაგრამ ეს თანხებთან არის დაკავშირებული და ამისთვის საჭიროა შესაბამისი თანხის მოძიება", - განაცხადა კოტე ქავთარაძემ.

მერიას დამატებითი ფართის შესაძენად 1 800 000 ლარი ჭირდება. შეგახსენებთ, რომ სოციალური საცხოვრისისთვის მერიამ 2 500 000 ლარი გამოყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა