|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დასრულდა

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მშენებლობა დასრულდა. მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიამ "სანო" სამუშაოების დასრულების შესახებ უკვე აცნობა თვითმმართველობას.

ობიექტის ჩაბარებამდე მერია შესრულებული სამუშაოების შემოწმება-ექსპერტიზას ჩაატარებს, რის შემდეგაც შენობა ექსპლუატაციაში შევა.

აღნიშნულ ობიექტში ბინა 48 ოჯახს გადაეცემა. მათი შერჩევა შესაბამისი კომისის მიერ მოხდება.

ბინის მისაღებად პრიორიტეტები იმ მოქალაქეებს მიენიჭებათ, რომელტაც რეალურად არ აქვთ საცხოვრებელი, არიან სოციალურად დაუცველები, შშმ პირები და მრავალშვილიანი ოჯახები.

შენობა მერიის მფლობელობაში დარჩება და ის არ გადაეცემა ოჯახებს, როგორც საკუთრება. ეს ფართები ადამიანებისთვის იქნება დროებით სარგებლობაში და როცა მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება, ფართი სხვა გაჭირვებულ ადამიანებს გადაეცემათ.

სოციალური საცხოვრისისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო. ქუთაისი პირველი თვითმმართველობაა, რომელმაც მსგავსი მუნიციპალური საცხოვრისი მოაწყო.

ამ დროისათვის მერიის საბინაო სამსახურში საცხოვრისის მოთხოვნით 700-მდე განცხადებაა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი