|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სპეცოპერაციის შედეგად 55 წლის მამაკაცი დააკავეს

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა. 55 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.

სავარაუდოდ, დაკავებული მეტადონის პროგრამით სარგებლობდა და მან მედიკამენტები შენობიდან გაიტანა.

როგორც დაკავებული აცხადებდა, მას ნარკოტიკული საშუალება თან ქონდა.

ადგილზე რამდენიმე სამართალდამცველის რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი