|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სპირტის საწარმო შენდება

„ჰუალინგ ჯგუფი“ ქუთაისში სპირტის საწარმოს აშენებს. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერმა „ნიუპრესთან“ ისაუბრა.

შოთა მურღულიას განცხადებით, ქუთაისი პოლიტიკური ცენტრის სტატუსთან ერთად სხვადასხვა დატვირთვასაც იძენს.

„ქუთაისი არის დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ცენტრი. აქ პარლამენტთან ერთად სახელმწიფოს 20 უწყების წარმომადგენლობა იმყოფება. პარლამენტთან ერთად ეს უწყებები აქტიურად ფუნქციონირებს. ამასთანავე ქუთაისი სხვა სტატუსსაც იძენს.რამდენიმე პროექტი ხორციელდება, მათ შორის „ჰუალინგ ჰგუფი“ ორ საწარმოს აშენებს, მეტალურგიულსა და სპირტის მწარმოებელ საწარმოებს, რაც მნიშვნელოვანია ქალაქისათვის“,-განაცხადა შოთა მურღულიამ.

რაც შეეხება პროექტების ღირებულებას,  მურღულია აღნიშნავს, რომ დეტალურ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ფლობს, თავად კი როგორც ქალაქის მერი ქალაქში მიმდინარე ყველა პროექტს ეცნობა.

„ჰუალინგ ჯგუფმა“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ფარგლებში ხელშეკრულება ეკონომიკის სამინისტროსთან 2015 წელს გააფორმდა. რომლის ფარგლებშიც ქალაქში რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განხორციელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა