|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სპორტის მუზეუმის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

სპორტის მუზეუმის დირექტორი ზურაბ ჯავახაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე რეზო რობაქიძე ავრცელებს. 

"COVID - 19. აღარა გვყავს - ზურაბ ჯავახაძე, დიდი საზოგადო მოღვაწე, ქართული სპორტის მკვლევარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, ჩემი მასწავლებელი, კაცმა, რომელმაც მაზიარა სპორტს, მასწავლა სპორტისა და ოლიმპიზმის ისტორია. დღეს კი ვემშვიდობებით სამუდამოდ.
მადლობა ზურაბ ყველაფრისათვის, ნათელი და სანთელი თქვენს სულს" -წერს რეზო რობაქიძე.
 
  ფაქტს ეხმიანებიან  სპორტის მუზეუმის თანამშრომლები. მათი თქმით, წელს სპორტის მუზეუმის დაარსებიდან 50 წლის აღნიშვნა იგეგმებოდა. 
 

"დასანანია, რომ სპორტის მუზეუმს აღარ ჰყავს ,,ცოცხალი მემატიანე"- ჩვენი თბილი და საყვარელი ზურაბ ჯავახაძე, რომელსაც ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია ქალაქისა და ქვეყნისათვის. სამომავლოდ დასახული მიზნებიც ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა...

დეკემბრის თვე უყვარდა განსაკუთრებულად, რადგან დეკემბრის თვეში დააარსა ყველასათვის საყვარელი სპორტის მუზეუმი. წუხდა პანდემიის გამო მუზეუმის 50 წლის იუბილეს აღნიშვნას რომ ვერ შესძლებდა. ახლა კი ჩვენ ვწუხვართ და განვიცდით, რომ დაგვტოვა და გადასახლდა იმიერში. ნათელი თქვენს სულს კარგო ადამიანო!" - წერია სპორტის მუზეუმის გვერდზე. 

ზურაბ ჯავახაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი