|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კარატეს დარბაზი მოეწყო

ქუთაისში კარატეს  დარბაზი მოეწყო, -ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

სარემონტო სამუშოები  სპორტულ დაწესებულების N17-ე სპორტული სკოლის ბაზაზე არსებულ კარატეს დარბაზში     ჩატარდა.

გარემონტებული დარბაზი ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და სპორტული ააიპის მმართველმა ნინო უჩაძემ დაათვალიერეს. ისინი სპორტსმენებს მხარდაჭერას დაპირდნენ და მათ წარმატებები უსურვეს.

"მოხდა დაზიანებული კედლებისა და ჭერის კოსმეტიკური შეკეთება და შეღებვა. დარბაზში დაიგო ახალი იატაკი. გამაგრებულ იქნა დაზიანებული მეტალოპლასტმასის ფანჯრების ჩარჩოები. განახლებულ დარბაზს ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ შეუძინა და გადასცა 3500 ლარის ღირებულების მსოფლიო კარატეს ფედერაციის სტანდარტების შესაბამისი ტატამი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დარბაზის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 3067,76 ლარი.  სამუშაოები შპს ,,ვაკო 2007“ -მა აწარმოა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა