|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სპორტული სკოლების რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

ქუთაისის მერიის მიერ დაანონსებული სპორტული სკოლების რეაბნილიტაციის მიზნით გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაუიშალა. NAT190015459 ტენდერი, რომელიც სპორტული სკოლების რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვას ითვალისწინებდა, არ შედგა.

6 სპორტული სკოლის პროექტის შედგენის მიზნით მერიამ 35 ათასი ლარი გამოყო. გამოცხადებული ტენდერის მიხედვით,  პუშკინის ქუჩის N7-ში მდებარე  კრივის დარბაზის,  თამარ მეფის ქუჩის N100-ში მდებარე N19 სპორტული სკოლის; ხარებავას ქუჩის N5-ში - თავისუფალი ჭიდაობის დარბაზის; გამსახურდიას ქუჩაზე - ლევან კირკიტაძის სახელობის ფარიკაობის სპორტული სკოლის სარეაბილიტაციო დარბაზის,  ნიკეას ქუჩაზე- N17 კომპლექსური სპორტული სკოლის და ლესელიძის ქუჩაზე არსებული N21 ნიჩბოსნობის სპორტული სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.

 სავარაუდოდ, სკოლების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი განმეორებით გამოცხადდება. 

შეგახსენებთ, ქუთაისის მერმა კრივის, ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზების, ასევე ნიჩბოსნობის კომპლექსურ სკოლის რეაბილიტაცია დაანონსა, რისთვისაც მისი თქმით, 1 300 000 ლარია გათვალისწინებული. სკოლების რეაბილიტაცია 2020 წელს მოხდება.

ავტორი: ნიუპრესი