|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სპორტული ტრენაჟორები ღია ცის ქვეშ

ქუთაისში მოსწავლე–ახალგაზრდობის პარკსა და "ხარაზოვის" სკვერში სპორტული ტრენაჟორები მოეწყო. ტრენაჟორებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარი გამოიყო, როგორც ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ აღნიშნა, პროექტი საპილოტეა და ის ყველა უბანს მოიცავს.

"ბევრი მოედანი და სავარჯიშო ადგილი უნდა გაიხსნას, რომ ადამიანები დაიტვირთონ სპორტით და  მეტი ივარჯიშონ. ეს პროექტი გაგრძელდება და თითქმის ყველა უბანს მოიცავს",–განაცხადა მურღულიამ.

ტრენაჟორებზე ასაკი შეუზღუდავია და ყველა თაობაზეა გათვლილი.

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა