|
  • EUR 1 = GEL 3.4593
  • USD 1 = GEL 3.0624
|

ქუთაისში სულხან-საბას ქუჩაზე 60 წლამდე ქალი ლიფტში ჩავარდა

ქუთაისში სულხან-საბას ქუჩაზე 60 წლამდე ქალი ლიფტში ჩავარდა. ლარისა შაპარიოვას თქმით, ლიფტი გაუქმებულია და მას სათავსოებად იყენებენ, ერთ-ერთი შესვლის დროს იატაკი ჩაინგრა და მეშვიდედან მეექვსე სართულზე ჩავარდა.

 შემთხვევა ერთი თვის წინ მოხდა. ქალი მეზობლებმა გამოიყვანეს. მან ფეხი მოიტეხა და ქირურგიული დახმარება დაჭირდა.

როგორც ლარისა შაპარიოვა აცხადებს, ლიფტის პრობლემა წლებია აქვთ, რეაბილიტაციის თხოვნით მერიასაც მიმართეს, თუმცა საბინაო სამსახურმა 3 ათასი ლარი მოითხოვა, რისი შეგროვებაც ადგილობრივებმა ვერ შეძლეს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ლიფტების რეაბილიტაცია თანადაფინანსების პრინციპით ხდება, 90 პროცენტს ქალაქის ბიუჯეტი ფარავს, დარჩენილ 10 პროცენტს კორპუსის ამხანაგობა.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 55.81%
უარყოფითად - 39.53%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.65%
სულ - 43 ხმა