|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტაქსების კომპანია "მაქსიმის" მძღოლები გაიფიცნენ

ქუთაისში ტაქსების კომპანია "მაქსიმის" მძღოლები ისევ გაიფიცნენ. მათ დღეს მუშაობა შეწყვიტეს და ავტომობილები სადგომზე  დააყენეს.

გაფიცულები მგზავრობის ტარიფის გაზრდას ითხოვენ. მათი თქმით, არსებული ტარიფიდან ნაწილი კომპანიას მოაქვს და მათ არაფერი რჩებათ.

მძღოლები ასევე ავტომობილებზე კომპანიის სარეკლამო სტიკერების დატანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანიას რეკლამას არ გაუკეთებენ.

მძღოლები პროტესტის გამო აპრილშიც გაიფიცნენ, მათ პროტესტი დაპირების გამო შეწყვიტეს, თუმცა როგორც ახლა აცხადებენ, კომპანიამ მათი მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

გაფიცულები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტს გააგრძელებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა