|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეატრალური კვირეული „თეატრი მოდაშია“ გაიხსნა

დღეს ქუთაისში თეატრალური კვირეული გაიხსნა. კვირეულის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია დაესწრნენ.

თეატრალურ კვირეულის ფარგლებში ქუთაისი, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა და მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრებს უმასპინძლებს.

კვირეულის გახსნაზე ქუთაისის თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იყო მესხიშვილის თეატრის მუზეუმში დაცული ესკიზები, სასცენო კოსტიუმებისა და თეატრალური აფიშების გამოფენა.

თეატრალურ კვირეულს საგანმანათლებლო დანიშნულებაც ექნება და მასზე დასასწრებად ძირითადად სტუდენტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები იქნებიან მოწვეული.

თეატრალურ კვირეულს  ლ. მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა გახსნის სპექტაკლით  "იქ, სადაც ჩემი სახლია" გახსნა. 

 

კვირეულის პროგრამა დღეების მიხედვით კი შემდეგნაირად ნაწილდება:

18 აპრილი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - „უსახელო ვარსკვლავი“

19 აპრილი - მოძრაობის თეატრი - „პარფიუმერი“

21 აპრილი - ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი -

                      „მკვდარი ქალაქები“

23 აპრილი - მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - „მეფე ლირი“

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა