|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქუთაისში თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებმა, რომლებლაც მუდმივი დიალიზი სჭირდებათ, საპროტესტო აქცია გამართეს. პაციენტები ონკოლოგიურ ცენტრთან შეიკრიბნენ.

მათი განმარტებით,  დიალიზის 30 აპარატიდან კლინიკაში 15-მდე დაზიანებულია.

სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ ადამიანებს საათობით ლოდინი უწევთ. ისინი ამბობენ, რომ ამის გამო მათ პროცედურა დაგვიანებით და არასრულად უტარდებათ.

პაციენტები ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი