|
  • EUR 1 = GEL 3.0375
  • USD 1 = GEL 2.4671
|

როგორი იქნება ქუთაისის თოჯინების თეატრი რეაბილიტაციის შემდეგ?

ქუთაისში თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაციას თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი ლევან გაბრიჭიძე ავრცელებს.

"ძალიან საიმედო ინფორმაცია მივიღეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბაქრაძისგან. თეატრის სრული რეკონსტრუქცია მოხდება. მხოლოდ ერთი დეტალი არის დარჩენილი პროექტის სრულყოფილი სახისთვის, რომელშიც უკვე ჩაერთო ადგილობრივი თვითმართველობა და მრავალწლიანი ოცნების და ლოდინის შემდეგ აუცილებლად გვექნება ლამაზი, მიმზიდველი და ქუთაისისთვის შესაფერისი თოჯინების თეატრი",-აცხადებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და პროექტის ფოტოებს ავრცელებს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი 1946 წელს შეიქმნა.  თეატრი ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარეობს.

 

 

 

 

 

   

 

ავტორი: ნიუპრესი