|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ტურისტული ლოგოს შერჩევა ერთი თვით გადაიდო

ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შერჩევა ერთი თვით გადაიდო. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ტურისტული ლოგოს შესარჩევად შეხვედრები უნდა გაიმართოს, რათა მოხდეს  ნამუშევრების შესწავლა და გამარჯვებულის გამოვლენა. 

შეგახსენებთ, 10 წევრიანი კომისია მერის თავმჯდომარეობით გამარჯვებულს სამი ნამუშევრიდან შეარჩევს.  ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 54 ლოგო და 33 სლოგანი შევიდა. ამათგან კომისიის მიერ სამი შეირჩა. ერთ თვეში გახდება ცნობილი, როგორი სახის ტურისტული ლოგო და სლოგანი ექნება ქალაქს.

გამარჯვებული ლოგოს ავტორი 5 000, სლოგანის 1 000 ლარით დაჯილდოვდება.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა