|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მასპინძელი"- ქუთაისში ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის მიზნით კონფერენცია იმართება

ქუთაისში "ტურიზმის ცენტრის" ორგანიზებით, ტურისტული კონფერენცია "მასპინძელი" იმართება. პროექტის ფარგლებშიც თბილისიდან მოწვეულ ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ადგილობრივი ტურისტული პროდუქტები და სერვისები გააცნეს.
კონფერენციის ფარგლებში სასტუმროები, კვების ობიექტები, მეღვინეობები, გიდები და სხვა ოპერატორები მათ პროდუქტსა და მომსამახურების სფეროზე ისაუბრებენ. ტურიზმის ცენტრის პრესსამსახურის სპეციალისტის მარი დევიძის განცხადებით, ინიციატივა კერძო სექტორიდან წამოვიდა და ტურიზმის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

"პროექტი კერძო სექტორის მოთხოვნით განხორციელდა. ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანებმა მოითხოვეს მათთვის დეტალურად გაეცნოთ ადგილობრივი ტურისტული ადგილები, რომ მეტი ინფორმაცია ქონოდათ ამის შესახებ. ვფიქრობთ, პროექტი წარმატებული იქნება. ველოდებით მეტი კონტაქტის დამყარებას სხვა ქალაქებთან, რაც მეტ ტურისტს შემოიყვანს ქალაქში", - განაცხადა მარი დევიძემ.

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ. მისი თქმით, ქალაქი მსგავს წამოწყებებს მხარდაჭერას გამოუცხადებს. პროექტს დადებითად აფასებენ ადგილობრივი ტურისტული ობიექტების მფლობელები.
კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დამთავრდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა