|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ხუთ მუნიცპალიტეტში გამოავლინა. თბილისის, ზუგდიდის, გარდაბნისა და ბოლნისის მუნციპალიტეტების გარდა, ფაქტი ქუთაისშიც გამოვლინდა. 
უწყების განცხადებით სარეალიზაციოდ განკუთვნილი 14 700 კოლოფი უაქციზო სიგარეტის, ამოღების ფაქტზე  რომლის საბაზრო ღირებულება 39 ათას ლარს აღემატება, დაკავებულია 5 პირი. 
გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა