|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისში უცხოეთში მოღვაწე მხატვრის ალეკო ლომაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება

ქუთაისის ოპერის თეატრის ფოიეში უცხოეთში მოღვაწე ფერმწერის, გრაფიკოსისა და ხატმწერის ალეკო ლომაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყობა.

როგორც მხატვარი აცხადებს, სურს ქართველ  საზოგადოებას უცხოეთში შექმნილი ნამუშევრები გააცნოს.  ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მიმდინარეობის ნამუშევრები, გამოიფინება აბსტრაქტული და ქვის ფერწერული ნამუშევრები, პორტრეტები და ხატწერის ნიმუშები. დამთვალიერებელი ხელოვანის 200 - მდე ნამუშევარს გაეცნობა.

 ალეკო ლომაძეს მსოფლიოს 20-მდე ქვეყნაში გამართულ გამოფენებში, ბიენალეებსა და სიმპოზიუმებში აქვს მონაწილეობა მიღებული, პერსონალური გამოფენები აქვს მოწყობილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იგი წარმატებით მუშაობს ხატწერაში და აქვს პატრიარქის კურთხევა.

ის ლიტვის საერთაშორისო ორგანიზაციის ”ანიმა მუნდი” ერთ-ერთი დამფუძნებელია.  ორგანიზაცია პირველი გამოეხმაურა საქველმოქმედო აქციით 2015 წლის 13 ივნისს დატრიალებულ ტრაგედიას და დაზარალებულებს  სოლიდური თანხა გადაურიცხა, რისთვისაც  საქართველოს კულტურის მინისტრისა და ლიტვის საელჩოს  მადლობა მიიღეს.

 

გამოფენა 6 ივლისს, 15 საათზე ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყობა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა