|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უფუნქციოდ დარჩენილი პარლამენტის სასახლის შენახვაზე 700 000 ლარი დაიხარჯა

ქუთაისში უფუნქციოდ დარჩენილი პარლამენტის სასახლის  შენახვაზე 700 000 ლარი დაიხარჯა - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის" მედიაპროექტი "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მათი თქმით, უფუნქციოდ დარჩენილი შენობის შენახვა ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდება. 

"პარლამენტის შენობა, რომლის შენებაც 2012 წელს დასრულდა, 326 მილიონი ლარი დაჯდა.  პარლამენტის შენობის შენახვაში წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარს ვხარჯავდით.

 წელს, 8 თვეში, უფუნქციო შენობის კომუნალურებში უკვე თითქმის 700,000 ლარი გადავიხადეთ. ამ დროს წელს სულ 400,000 დაიხარჯება ქუთაისში ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე და 150,000 საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოზე", -წერია ინფორმაციაში. 

ქუთაისში პარლამენტის სასახლე უფუნქციოთ მიმდინარე წლის იანვრიდან დარჩა. პარლამენტი სრულად თბილისში გადავიდა. მთავრობის დაპირებით,  ადგილზე საპოლიციო ჰაბი მოეწყობოდა, თუმცა ამ დრომდე შენობა ცარიელია. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა