|
  • EUR 1 = GEL 3.0007
  • USD 1 = GEL 2.464
|

ქუთაისში უკანონო პარკირებაზე კონტროლი მკაცრდება

ქუთაისში უკანონო პარკირებაზე კონტროლი მკაცრდება. მერიის ზედამხედველობის სამსახურის  მონიტორინგის შედეგად, 12 მძღოლის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, მათ მიერ გამოწერილ ჯარიმებზე სასამართლომ იმსჯელა და 2 მძღოლს 500-500 ლარიანი ჯარიმები გამოეწერა. დანარჩენ მძღოლებს გაფრთხილება მიეცათ.

„ყველა მძღოლი ინფორმირებულია, რომ ტროტუარზე პარკირება არის დასჯადი. ჩვენმა თანამშრომლებმა მოახდინეს მძღოლების გაფრთხილება, მიუხედავად ამისა, რამდენიმე მძღოლმა არ გაითვალისწინა და მოახდინა ტროტუარზე პარკირება. ამიტომ გამოიწერა ჯარიმები, 12 მძღოლიდან ორს 500 ლარიანი ჯარიმა დაუდგინა სასამართლომ, დანარჩენს გაფრთხილება მიეცა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მძღოლს, გაითვალისწინოს კანონიერი შეზღუდვა და არ მოახდინონ პარკირება ტროტუარებზე“,-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

მისი თქმით, არასწორ დგომა-გაჩერებაზე რეაგირება პარტულის მოვალეობაა, რაც შეეხება საზოგადოებრივი სივრცის შეზღუდვას, ამ შემთხვევაში, პრეროგატივა ზედამხედველობის სამსახურს აქვს.

ავტორი: ნიუპრესი