|
  • EUR 1 = GEL 2.6921
  • USD 1 = GEL 2.411
|

უმეთვალყურეო ძაღლები ქუთაისის ქუჩებში [VIDEO]

ქუთაისში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების პრობლემა კვლავ აქტუალურია. ამ ცხოველთა მოვლა-პატრონობა ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" მოვალეობაში შედის. ააიპის მიერ ქალაქის გარეუბანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მუნიციპალური თავშესაფარი მოეწყო.

400 000 ლარად მოწყობილ თავშესაფარს დადებით შეფასებას აძლევს ცხოველთა დამცველი მირანდა ჩოგოვაძე და იმედს გამოთქვამს, რომ თავშესაფარში არსებული მდგომარეობა მხოლოდ პიარ კამპანიის ნაწილი არ აღმოჩნდება.

ცხოველთა არასათანადო მოპყრობის გამო შენიშვნები აქვს "ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენელს თემურ ლაჭყეპიანს, რომელმაც განაცხადა, რომ ცხოველთა კასტრაცია არასათანადო მედიკამენტებით ხდება. ლაჭყეპიანი ბრალდებაში უფრო შორსაც მიდის და თავშესაფრის ადმინისტრაციას ძაღლების ბიზნესის მოწყობის მცდელობაშია ადანაშაულებს. ბრალდებას არ ეთანხმებიან ააიპში და ორგანიზაციას ცრუ ბრალდების განმეორების შემთხვევაში სასამართლოთი ემუქრებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანუკა ლიპარიშვილი