|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქუთაისში. წვიმის წყალმა რამდენიმე ქუჩა დატბორა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ფოთის ქუჩაზე, სადაც ეზოები და სავხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ადგილზე მუშაობენ მაშველები და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის პროცესი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი