|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვენდისის" ქუთაისის ფილიალში 150 ადგილობრივი დასაქმდება

ქუთაისში   „ვენდისის“  რესტორნის ქსელის მშენებლობა  დასრულდა. როგორც "ნიუპრესისთვის" გახდა ცნობილი,  რესტორანი, რომელიც პირველი სკოლის წინ განთავსდა, რამდენიმე თვეში გაიხსნება.  

„ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილის განცხადებით,  „ვენდისისა“  და "სმარტის" სრული მომსახურებით ქუთაისელებს სარგებლობა უახლოეს მომავალში შეეძლებათ.

"სამუშაოები თითქმის დასრულდა. რესტორანი უახლოეს მომავალში გაიხსნება. შენობაში განთავსდება, როგორც "ვენდისი ", ასევე "სმარტი ". კომპანიაში, სავარაუდოდ, 150 ადგილობრივის  დასაქმება მოხდება",- განაცხადა კბილაშვილმა.  

კომპანიას რესტორანი ოქტომბრის თვეში უნდა გაეხსნა, თუმცა სამუშაოების გაჭიაურების გამო "ვენდისის" გახსნა რამდენიმე თვით შეფერხდა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს "დიზან ბიურო" ახორციელებს.

„ვენდისის“  მსოფლიოს 38 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

„ვისოლ ჯგუფმა“ რესტორნის ქსელის საქართველოში შემოტანა სამწლიანი მოლაპარაკების შემდეგ მოახერხა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა