|
  • EUR 1 = GEL 3.8267
  • USD 1 = GEL 3.2537
|

ქუთაისში წელს 10 სკვერი მოეწყობა

ქუთაისში მიმდინარე წელს 10 სკვერი მოეწყობა. ქალაქის მერიამ  8 სკვერის მოწყობაზე ტენდერები უკვე გამოცხადდა.
მერიის ინფორმაციით,  2 ახალი სკვერი ნიკეას ქუჩის 44ა-ს მიმდებარედ და კოსტავას ქუჩის დასაწყისში მოეწყობა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 30 იანვარს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება, სატენდერო პირობების თანახმად, ნიკეას სკვერზე 143`398.00 ლარია, ხოლო კოსტავას ქუჩის დასაწყისში მოსაწყობი სკვერის სამუშაოებზე 75 116 ლარი დაიხარჯება.

სკვერებში მოეწყობა სხვადასხვა გასართობი სივრცე, ატრაქციონები და ძელსკამები. ტენდერია გამოცხადებული ი. ჭავჭავაძის გამზ #52 მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობაზეც, რომლის ღირებულებაც 84 976 ლარია. სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება ზ. გამსახურდიას და ჟ. შარტავას ქუჩების გადაკვეთაზეც. სატენდერო წინადადების მიღება 29 იანვარს დასრულდება , ღირებულება 77 932 ლარია.

ტენდერია გამოცხადებული ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სკვერის მოსაწყობად, რომელზეც 284 604 ლარი დაიხარჯება. სატენდერო წინადადებების მიღება 10 თებერვალს დასრულდება. არსებული სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება რუსთაველის გამზირის მე-8 ჩიხთან, ღირებულებით 117 804 ლარი და რუსთაველის # 120 კორპუსის მიმდებარედ, რომლის ღირებულება 234, 056 ლარია. სკვერი მოეწყობა ნიკეას ქუჩის 72 ნომერში, რომლის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 158 794 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, უკვე მიმდინარეობს სულხან საბასა და ლეონიძის ქუჩებზე სკვერების მოწყობის სამუშაოები. ლეონიძის სკვერი უკვე დასრულებულია და ბოლო დეტალები მოწმდება ხოლო სულხან საბას გამზირზე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40.78%
უარყოფითად - 49.51%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.71%
სულ - 103 ხმა