|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები გაფიცვას აანონსებენ

ხვალ ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცებიან.

როგორც მიკროავტობუსების, ასევე ავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ ხვალ დაგეგმილი გაფიცვის გამო ვერ მოსახლეობას ვერ მოემსახურებიან.

ინფორმაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებმა "ნიუპრესთან" საუბარშიც დაადასტურეს. მათი თქმით, გაფიცვის მიზეზი  საწვავის გაზრდილი ფასია, რის გამოც იძულებული არიან მგზავრობის საფასურის გაზრდა მოითხოვონ. 

შეგახსენებთ, ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების გაზრდას მძღოლები პირველი მარტიდან აანონსებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმების საფუძველზე სამგზავრო 20 თეთრით უნდა გაძვირებულიყო. ინფორმაციას იმთავითვე უარყოფდნენ ქუთაისის მერიაში და აცხადებდნენ, რომ გადამზიდებს მგზავრობის არსებული ტარიფების შენარჩუნებას კონკურსის პირობები ავალდებულებდათ და მათ მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ შეეძლოთ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა