|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ "ყინულის მოედნისათვის" საჭირო აგრეგატი შეიძინა

ქუთაისში "ყინულის მოედანის" გამართული ფუნქციონირებისათვის საჭორო აგრეგატს ადგილზე დღეს მიიტანენ, -ამის შესახებ ნიუპრესს  მერიის ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში" განუცხადეს.  მათივე თქმით, მოედანი მოკლე ხანში გაიხსნება.

ქუთაისში "ყინულის მოედანი" თითქმის ერთი წელია დაკეტილია. გასული წლის აპრილში დაზიანებული აგრეგატი ამ დრომდე არ შეცვლილა. შეფერხების გამო მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ მათ დაპირების აღარ სჯერათ.

"რამდენი თვე გავიდა, რაც დაკეტილია,  მხოლოდ დაპირება და მეტი არაფერი, უკვე აღარც გვჯერა დაპირების. ბავშვები ამდენი თვეა გაჩერებული არიან და რაც ისწავლეს, დაიკარგა", -აცხადებენ მშობლები.

მერიამ მოედანზე აგრეგატის შესაძენად ტენდერი მხოლოდ გასულ წელს ნოემბრის ბოლოს გამოაცხადა. სამუშაოებს ხელშეკრულებით გამარჯვებული კომპანია „ტრემაქს ჯორჯია“ ასრულებს. მათი წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ იანვრის ბოლოს მოედანი მუშაობას დაიწყება. ქუთაისის მერიამ აგრეგატის შესაძენად  165 ათასი ლარი გადაიხადა. 

 

ავტორი: ნიუპრესი