|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოქალაქის ქუჩაში გაძარცვის გამო ერთი პირი დააკავეს

 ქუთაისში ძარცვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ ი.ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფული და მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ გ.გ. მომხდარიდან მალევე, ქუთაისში დააკავა. სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა