ქუთაისში ძარცვის ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ქუთაისში, აღმაშენებლის 11 ნომერში ორი სარდაფი გატეხეს. შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა სარდაფებიდან საბავშვო ეტლი და სამშენებლო იარაღი წაიღეს.
ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა