|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

ქუთაისში ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა ზებრა გადასასვლელზე დაეჯახა

ქუთაისში ზებრა გადასასვლელზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა. 

დაშავებული 25 წლამდე გოგონაა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. 

შემთხვევას ყავს თვითმხილველები.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა