|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ზებრა გადასასვლელზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქუთაისის მერიის მიმდებარედ, ზებრა გადასასვლელზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჯიპის მარკის ავტომობილი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა ორივე ავტომიბილი მსუბუქად დაზიანდა.

"ავტომანქანამ გზა ზებრაზე ქვეითად მოსიარულეს დაუთმო, რა დროსაც მას ჯიპის მარკის ავტომობილი უკნიდან დაეჯახა",-განუცხადა "ნიუპრესს"  შემთხვევის თვითმხილველმა.

ქუთაისის მერიის მიმდებარედ სამი ზებრა გადასასვლელი არსებობს, თუმცა შუქნიშნების გარეშე. მძღოლები ხშირად აცხადებენ, რომ საჭიროა შუქნიშნების დადგმა, რაც მოძრაობას უფრო მოწესრიგებულს გახდის.

 

 

ავტორი: ნიუპრესი