ქუთაისში ძლიერი წვიმის დროს 3 საავადმყოფო დაიტბორა
გუშინ მოსული ძლიერი ნალექის დროს ქუთაისში 3 სამედიცინო დაწესებულება დაიტბორა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყალი შევიდა 3 სამედიცინო დაწესებულებაში - ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო ,,ჯეო ჰოსპიტალი", წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში. ამოტუმბვის სამუშაოები უმოკლეს დროში განხორციელდა და საავადმყოფოს ფუნქციონირებას ხელი არ შეშლია.
საერთო ჯამში, ქუთაისიდან საგანგებო სამსახურში 290-მდე შეტყობინება დაფიქსირდა. გამოძახებების უმრავლესობა ქუჩების, შენობების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვას ეხებოდა.
ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია.
ამ დროისთვის მოძრაობა გზის მონაკვეთებზე სრულად აღდგენილია.
ავტორი: ნიუპრესი