|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩები დაიტბორა. 

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქალაქის ყველა უბანში, დატბორილია ქალაქის ცენტრალური  ნაწილი, რუსთაველის, ფალიაშვილის, პუშკინის, წერეთლის,  ჯიბლაძის, ფოთის და სხვა ქუჩები.

ინტენსიურად მოსულ ნალექს ღვარსადენები ვერ ატარებს, რის გამოც წყალი გზის სავალ ნაწილზე რჩება. 

 წყლის ნაკადი ქუჩებში პრობლემას უქმნის როგორც ქვეითების, ასევე ავტომანქანების გადაადგილებას.

ქუთაისის ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელის კოტე ჯავახაძის განცხადებით,  "სანიაღვრე სისტემა პერმანენტულად იწმინდება, თუმცა უხვი ნალექის გამო მილები ვერ ასწრებს წყლის გატარებას."   

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის მაშველები 30-მდე მისამართზე არიან გასულები. 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე