|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

წელს “ქუთგანათების სერვისმა“ 1480 ცალი დიოდური სანათი დაამონტაჟა [R]

ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისის“ თანამშრომლების მიერ მიმდინარე წელს ძველი 150 ვატიანი ნათურები, ახალი ე.წ. LED ტიპის 90 ვატიანი სანათებით 42 ქუჩაზე შეიცვალა. ჯამში, 1480 ცალი დიოდური სანათი დამონტაჟდა, რამაც ელექტრო ენერგიის ნაკლები დანახარჯი მოგვცა.

ქალაქის მასშტაბით მოეწყო 3 თანამედროვე სტანდარტების შუქნიშანი.

ასევე, განხორციელდა ქალაქში არსებული 14 მინი მოედნის ღამის განათების აღდგენა.

ქალაქის ტერიტორიაზე 384 ახალი საგზაო ნიშანი დამონტაჟდა.

ასევე, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი 6 ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო.

საგზაო მარკირების მანქანით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების, ნიშნულა ხაზებისა და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვა. ჯამში მიმდინარე წელს 112 ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი მოეწყო.

ავტორი: ნიუპრესი