|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვევრი, ცეკვა და სიმღერა - საქართველოში 38 არამატერიალური ძეგლია

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის 38 არამატერიალური ძეგლია.  მონაცემების განახლება პერიოდულად ხდება. ჩამონათვალში სხვადასხვა მხარისათვის სახასიათო სიმღერები, ცეკვები და ტრადიციები მოხვდა. მონაცემეებით ლიდერობენ სვანეთი და კახეთი. იმერეთმა თავი ქვევრისათვის დადგმული ძეგლით გამოიჩინა. 

2011 წელს კულტურის მინისტრის ნიკა რურუას გადაწყვეტილებით, არამატერიალურ მემკვირდეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ქართულ ქვევრს. ქვევრისთვის სტატუსის მინიჭებას ქუთაისი გამოეხმაურა და ქვეყნის მასშტაბით ქვევრს პირველი ძეგლი 2014 წელს დაუდგეს. ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, კვარცხლბეკზე ამაღლებულმა ქვევრმა იმ დროისთვის საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. 

2017 წელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი ქართულ სუფრას მიენიჭა. 

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობაა - ზეპირსიტყვიერების ტრადიციები და გამოხატვის ფორმები, საშემსრულებლო ხელოვნება, ადათ-წესები, ჩვეულებები, ტექნოლოგიები, ტრადიციულ ხელოვნებასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები.

 

  • ქართული პოლიფონია;
  • ქვევრი;
  • ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი;
  • „დედაენა“ (ქართული საანბანე სახელმძღვანელოს  შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი);
  • ცეკვა ფერხული;
  • ბერიკაობა;
  • კახური მრავალჟამიერი;
  • ქალაქური მრავალჟამიერი;
  • საბავშვო ლიტერატურული ჟურნალის ტრადიცია _ ჟურნალი "დილა";
  • ცეკვა "ხორუმი";
  • მესხური ყველი “ტენილი“ - ის დამზადების ტექნოლოგია;
  • “თეატრალური უნივერსიტეტის ყოველწლიური, სტუდენტად კურთხევის ტრადიცია - გრიმის ცხების ცერემონიალი“;
  • ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია - ლიტერატურული ჟურნალი “ცისკარი“;
  • “ლაღიძის წყლების ტექნოლოგია და კულტურა“;
  • „ქართული ჭიდაობა“;
  • უძველესი ფშაური საკვები პროდუქტი - ,,დამბალხაჭო” (დამბალი ხაჭო) დამზადების ტექნოლოგია და კულტურა;
  • "ქართული ანბანის სამი  უძველესი სახეობის  ცოცხალი კულტურა";
  • სვანური ხალხური საკრავის "ჭუნირი" დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • სვანური ქუდის დამზადების ტექნოლოგია;
  • სვანური სამზარეულო – ფეტვიანი ხაჭაპურის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • სვანური სამზარეულო –კუბდარის (სვან. Kკუბედ) დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • სვანური სამზარეულო – სვანური მარილის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • სვანური სამზარეულო – თაშმჯაბის  დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია;
  • „ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია – ლიტერატურული ჟურნალი დილა“;
  • „ზემო სვანეთში სამკურნალო – მინერალური, მჟავე წყლების: მუგვირი, არცხეელი, კახრლდ, ლეგაბ, სეტის, კვედილაშის და შდეგის მოხმარების“;
  • „სვანური ხალხური საკრავი „ჩანგის“ დამზადების ტრადიციული მეთოდი“;
  • „ხეზე კვეთის ტრადიცია – ორნამენტი სვანურ ტრადიციულ საცხოვრისსა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებში“;
  • კახური ჩურჩხელის დამზადების ტექნოლოგია;
  • კახური ქუდის დამზადების ტრადიციული მეთოდი;
  • კახური პურის (დედას პური) დამზადების ტექნოლოგია;
  • მეთუნეობის უძველესი ტრადიცია ვარდისუბანში; 
  • "ზარით დაკრძალვის სვანური რიტუალი"
  • "ბაზიერობა (დამჭერი მტაცებელი მფრინველით ანუ ბაზით ნადირობა)"
  • ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიცია- ლიტერატურული ჟურნალი "განთიადი" 
  • "ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურა (ქართული სუფრა)"
  • ლურჯი სუფრის დამზადების ტრადიციული ტექნოლოგია და კულტურა
  • ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სამ კატეგორიად იყოფა. მოძრავი ძეგლები, უძრავი ძეგლები და არამატერიალური ძეგლები. პირველ და მეორე კატეგორიაში შედის შენობები, მონასტრები, ძეგლები და სხადასხვა სახის მატერიალურ ღირებულების მქონე ნივთები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა