ქვეწარმავლები, მრღნელები და გადათხრილი ქუჩა- მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
ქუთაისში ზაზა მალანიას ქუჩის მცხოვრებლები "წყალკანალის" მიერ მიტოვებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აპროტესტებს.
მოსახლეობის პროტესტს შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია. წულაის თქმით, წყლის კომპანიის მორიგი უპასუხისმგბლობა მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.
„ისე, როგორც ყოველთვის, წყლის კომპანიამ გადათხარა, გამოცვალა მილები და უკვე ორი თვეა, სამუშაოები მიატოვეს და კიდევ ერთი ქუჩა გადათხრილი დატოვეს. აღნიშნულის გამო მოსახლეობას სერიოზული პრობლემა ექმნება, ისინი მტვერში არიან 24 საათის განმავლობაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქალაქის თვითმმართველობას, მიაქციონ ყურადღება მოსახლეობას“,-განაცხადა წულაიამ.
პრობლემას ადგილობრივებს არა მხოლოდ გზის საფარი, არამედ ყოფილი საგუბერნიო ციხე უქმნით.
როგორც მალანიას ქუჩის მცხოვრებლები გამარტავენ, ყოფილი ციხის შენობიდან ქვეწარმავლები და მრღნელები გამოდიან. „მოგვაქციონ ყურადღება, ვიდრე ვინმე შეეწირება ამ ამბავს. ყოფილი ციხის შენობაში სრული ანტისანიტარიაა, გადმოდიან მღრნელები და ქვეწარმავლები. დახმარების თხოვნით რომ მივმართეთ რამდენიმე წლის წინ, მოვიდნენ და მხოლოდ გარედან შეწამლეს. თუმცა პრობლემა ისევ პრობლემად რჩევა“,-აცხადებს ადგილობრივი ჯემალ მალანია.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთი დაზიანდა მილების ჩადების შედეგად და მისი რეაბილიტაცია "წყალკანალმა" უნდა უზრუნველყოს, ხოლო ციხის შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შეწამვლაც მესაკუთრემ უნდა მოახდინოს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი