|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის რამდენიმე ბაგა-ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე  ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაღების ტერიტორიების შეწამვლა ქვეწარმავლების გახშირებულ გამოჩენას უკავშირდება.

 ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის დავით წიტაიშვილის თქმით, მდინარე ოღასკურაში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების გამო ქვეწარმავლები მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის #17 ბაღში გავიდნენ.

"მდინარე ოღასკურას გაწმენდის სამუშაოების გამო ქვეწარმავლები მდინარედან ქუჩაში გავიდნენ, #17 ბაღი ახლოს მდებარეობს და როგორც ჩანს ამიტომ აღმოჩნდნენ მის ტერიტორიაზე. ამასთან მიმდინარეობს შეწამვლა ყველა მიმდებარე ბაღში, მსგავსი შეწამვლა გეგმიურადაც ხდება"-განაცხადა დავით წიტაიშვილმა. 

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება სასწავლო პროცესი #17 ბაღში. როგორც მან განმარტა, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით აღსაზრდელების მშობლებს შეხვდება.

 

#17 ბაღში სასწავლო პროცესი 22 მაისს შეწყდა. ქვეწარმავალი იმავე ბაღში რამდენიმე დღის წინაც შენიშნეს. მაშინაც შეიწამლა ტერიტორია და სწავლა შეწყდა. სასწავლო პროცესი ბაღში დილით აღდგა, თუმცა, მოგვიანებით იძულებულნი გახდნენ, ისევ შეეწყვიტათ. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.62%
გაუარესდა - 53.45%
არ შეცვლილა - 12.93%
სულ - 116 ხმა