|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წინასაარჩევნო პერიოდში არაეთიკური ფორმით ბრძოლა მიმდინარეობს" - ანა ნაცვლიშვილი

"ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში არაეთიკური ფორმით ბრძოლა მიმდინარეობს"-განაცხადა "ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა.

მან ბრიფინგზე ვიდეო მასალა წარმოადგინა, სადაც ჩანს, მის პლაკატებზე როგორ არის გადაკრული "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის პლაკატები.

"ეს არის ჯანსაღი კონკურენცია, ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით მივმართავთ და შესაბამისი სანქციების დაწესებას მოვითხოვთ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა მათ წარმომადგენელზე განხორციელებულ ძალადობაზე და განაცხადა, რომ მოკვლევის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ეს არ იყო პოლიტიკური მოტივით მომხდარი.  თუმცა,  თვლის, რომ ძალადობა ყველა ფორმით მიუღებელია და უნდა მოხდეს სათანადო გამოძიება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა