|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა გახდა ქუთაისში მომხდარი მკვლელობის მიზეზი?

ქუთაისში მომხდარი მკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. როგორც ადგილობრივები ყვებიან, #20 ავტობუსში ჩხუბი მძღოლებსა და მგზავრს შორის მოხდა,  რა დროსაც უცნობმა პირმა მძღოლის მისამართით სამჯერ გაისროლა.  ის ადგილზე გარდაიცვალა.

დაჭრილიც ასევე მძღოლია, რომელიც კონფლიქტში გასაშველებლად ჩაერთო.

დაჭრილი მამაკაცი  საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 შეგახსენებთ, მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა. დაღუპულია საშუალო ასაკის მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისათვის მკვლელი დაკავებულია.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა