|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

რა კავშირშია საბავშვო ბაღების გაფიცვა დესტაბილიზაციის მცდელობასთან?

ქუთაისის საბავშვო ბაღებში მიმდინარე გაფიცვამ და გუშინდელმა საპროტესტო აქციამ საკრებულოს დეპუტატებსაც დაურღვია სიმშვიდე. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე და ძელქვიანის მაჟორიტარი საკუთარ „საკურატორო ზონაში“ არსებულ „სრულიად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას“ აფიქსირებს, ხოლო გაფიცვის ორგანიზატორებს დესტატილიზაციის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს.

„დღეს დილიდანვე ვიყავი გასული ჩემს სამუნიციპალიტეტო ბაღებში, მინდა ავღნიშნო, რომ 25-ე და მე-4 ბაგა-ბაღებში, სასწავლო პროცესი სრულყოფილად მიმდინარეობდა.  რაც შეეხება ბაღის პრობლემებს, ამ ბაღებში პრობლემები არ დაფიქსირებულა,  ბაღებში არსებული მდგომარეობა არის სრულიად დამაკმაყოფილებელი. თანამშრომლები არ მონაწილეობდნენ გუშინდელ აქციაში. რაც შეეხება 23-ე ბაღს,  აქ დაფიქსირდა პრობლემები, რომლის მოგვარება მინდინარეობს.
როგორც მაჟორიტარი დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გუშინ გამართულ ბაგა-ბაღების აქციას, მინდა პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მივცე და მივმართო აქციის ორგანიზატორებს/მონაწილეებს. ჯერ კიდევ არ დასრულებულა და მიმდინარეობს წლის მთავარი დოკუმენტის, ბიუჯეტის განხილვა. ნებისმიერ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თავისი მოსაზრებებით და შენიშვნებით მიემართათ აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. თუმცა ასეთი რამ არ მომხდარა მათი მხრიდან. მოთხოვნა აქციის მონაწილეებისა, რომ გაზრდილიყო მათი ხელფასები, მოთხოვნამდეც იყო გათვალისწინებული. 2015 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ბაგა-ბაღების 240 ათასით შრომის ანაზღაურების გაზრდა. ხოლო რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, მათი აღმოფხვრა ეტაპობრივად მიმდინარეობს. 
ნუ გავასწრებთ მოვლენებს წინ! ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი, თუმცა ეს ყველაფერი მიანიშნებს ხელოვნურ დესტაბილიზაციაზე, ამ ქმედებებით ზარალდებიან ისევ ბავშვები.
მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს შეწყვიტონ ხელოვნური დესტაბილიზაციის პროცესი და დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაოს“,- წერს კახი დვალიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა