|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ლეგენდა უკავშირდება „მწვანეყვავილას“ პანთეონს?

ქუთაისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი 1956 წელს დაარსდა. ის ქალაქს ჩრდილო აღმოსავლეთით ესაზღვრება და რიონის ხეობას დაჰყურებს. მისი მარცხენა ნაპირი ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა და საინტერესოა ისტორიული ძეგლებითაც. ყველაზე ადრინდელი ძეგლი, ბაზილიკური ეკლესია „მწვანეყვავილას“ გორაკის დასავლეთ კონცხზე მდებარეობს. ეკლესიამ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. იგი 1013 წელსაა აგებული. პანთეონის შესახებ  საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და მეცნიერთა ეროვნული აკადემიის წევრი,  ფილოსოფოსი გიორგი შავგულიძე გვესაუბრება.

სახელწოდება „მწვანეყვავილა“ ლეგენდას უკავშირდება, რომლის თანახმადაც,  ევროპიდან მომავალმა სულხან-საბა ორბელიანმა  ქუთაისში შეისვენა და ბერებს უცხო ყვავილის თესლი გადასცა.

პანთეონში 41 საზოგადო მოღვაწეა დაკრძალული. მწერალი, მუსიკოსი, ექიმები, რეჟისორი, მხატვარი, მოქანდაკე, თითქმის ყველა ის მოღვაწე, რომელთაც ქალაქისა და ქვეყნის  განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს და სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი ისტორიაში.

                                                                                                                                  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა