|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს რიმა ბერაძე?

"ნიუპრესი" აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას. ამჯერად თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რამინა (რიმა) ბერაძის ქონებრივ მდგომარეობას გაგაცნობთ.

 რიმა (რამინა) ბერაძე დაიბადა 1955 წელს ოზურგეთის რაიონში.  იყო არაერთი მაღალი რანგის საჯარო მოხელე,  1985–92 წლებში იყო ოზურგეთის კპ. რაიკომის მდივანი.

2012 წლიდან "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს"–ს ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

რიმა ბერიძის სახელზეა რეგისტირებული ორი  ბინა და საცხოვრებელი სახლი თბილისში, ასევე მისი მეუღლის, მერაბ სიორიძის სახელზეა რეგისტრირებული მიწის ორი ნაკვეთი მარნეულისა და ოზურგეთის რაიონებში.

"თიბისი" ბანკში რამინა ბერიძეს აქვს ორი ანაბარი, სადაც 21 924 დოლარი და 2 295 ევრო ერიცხება. გასულ წელს შპს ვაგონშემკეთებელი კომპანიის შესყიდვების მთავარმა სპეცილისტმა მერაბ სიორიძემ სამუშაოს შესრულებისათვის 75 000 ლარი მიიღო. რამინა ბერიძემ კოალიციაში თავმჯდომარის რანგში 16 549 ლარი მიიღო, ასევე  სახლის გაქირავებით შემოსავლის სახით 220 000 ლარი მიიღო.

ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ  2015 წელს რამინა ბერიძემ ოჯახის წევრებს 55 000 ლარის ოქროს ძვირადღირებული ნივთები გადასცა.

რამინა ბერიძემ ბოლო დროს საზოგადოებას თავი 1, 18 თეთრთან დაკავშირებული სკანდალური გამონათქვამით დაამახსოვრა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა