|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა ქონებას ფლობს ტყიბული-თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე

„ნიუპრესი“ აგრძელებს საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციის გამოქვეყნებას.

ამ ჯერზე გთავაზობთ საქართველოს მეცხრე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატების დეკლარაციას, კონკრეტულად, თერჯოლა-ტყიბულის დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ქონებრივ მდგომარეობას.

ელგუჯა გოცირიძე დაიბადა თერჯოლაში 1958 წელს. მის სახელზეა რეგისტრირებული, 1500.00,  2000.00 და 152.00  კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთები თბილისში, ასევე 1500.00 კვ.მ ფართობის აგარაკი. მეუღლის რუსუდან ავალიანის სახელზეა ორი საცხოვრებელი სახლი თბილისში, 2 000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, ასევე ორი არასაცხოვრებელი ფართი და ასევე ავტოფარეხი.

მაჟორიტარი დეპუტატი ფლობს  „სს ჩაჩავას კლინიკის“ ფასიან ქაღალდებს.

მის სახელზეა ბანკებში სხვადასხვა ვალუტაში არსებული ანაბრები.

კლინიკის აქციონერობიდან გასულ წელს მიღებული აქვს 10 11 839.00 ლარი, მეუღლემ ამავე კლინიკიდან 35 110.07 ლარი მიიღო. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის ანაზღაურებას, მისი ოდენობა დეკლარაციაშიარ ფიქსირდება. 

ავტორი: ნიუპრესი