|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო კამპანია?

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მექანიზნების გამოყენებით ჩაივლის.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით ორგანიზება მოხდება, უშუალოდ უბანზე შესვლისას კი მოქალაქეს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, საარჩევნო უბნებზე განთავსებული იქნება სანიტაიზერები და დეზობარიერები, შემხები ზედაპირების (მაგიდები, კარის სახელურები და სხვა) დამუშავება კი სპეციალური ხსნარებით განხორციელდება.

არჩილ თალაკვაძის  თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების წესების დაცვით ჩაივლის უშუალოდ საარჩევნო კამპანიას და მის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრებიც.

განიხილება ისეთი რეკომენდაციები, როგორიცაა წინასაარჩევნო კამპანიის დროს სოციალური დისტანციის დაცვა, რეკომენდაცია შეხვედრებისთვის ღია სივრცეების გამოყენებაზე, პირბადეების გამოყენება საჯარო სივრცეებში, თერმოკონტროლი, სანიტაიზერები და დეზობარიერები, შემხები ზედაპირების (მაგიდები, კარის სახელურები და სხვა) დამუშავება სპეციალური ხსნარებით, ამომრჩეველთა რიგის ორგანიზება 2-მეტრიანი დისტანციით, ბიულეტენების დათვლის დროს ხელის ჰიგიენის დამატებითი ზომების შემოღება და სხვა. 

ავტორი: ნიუპრესი