|
  • EUR 1 = GEL 3.1766
  • USD 1 = GEL 2.706
|

რა საჭიროებები აქვთ ოზურგეთელ ქალებს ?

2017 წლის 3 აგვისტოდან - 20 სექტემბრის პერიოდში „ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისათვის“  ამომრჩეველ ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირების და დადგენის მიზნით, საქართველოს  8 რეგიონში ჩაატარა შეხვედრა და დისკუსია.

 ამომრჩეველი ქალების საჭიროებების გამოვლენა და დადგენა მიზნად ისახავდა აღნიშნულ საჭიროებებზე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების ინფორმირებას, რათა მათი მხრიდან მოხდეს ქალთა საჭიროებების საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინება, არჩევის შემთხვევაში კი ამ საჭიროებებსა და პრობლემებზე მუშაობა. 

ქალთა საჭიროებების შესახებ პოლიტიკური პარტიების ცნობიერების, დამოკიდებულებებების, საარჩევნო პროგრამებში ქალთა საკითხების გაცნობის  მიზნით პროექტის საწყის ეტაპზე, განხორციელდა შეხვედრები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში,  არჩევნებამდე 2 თვით ადრე პარტიებს საარჩევნო პროგრამები არ ჰქონდათ მზად და ქალთა საჭიროებების შესახებაც არ გააჩნდათ ანალიზი მომზადებული. 

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქალები პოლიტიკურად გაცილებით უფრო აქტიურები არიან, ვიდრე სხვა მუნიციპალიტეტბში და ითხოვენ პოლიტიკური პარტიები  უფრო მეტად შეხვდნენ მათ და გაიგონ მათი პრობლემები, შემდეგ ქალთა საჭიროებები  ასახონ საარჩევნო პროგრამებში; გამარჯვების შემთხვევაში კი მოხდეს იმ პრობლემების გადაჭრა, რაც ქალებს აწუხებს. ქალების თქმით, თვითმმართველობაში უფრო მეტად ისეთი კადრების აუცილებლობაა საჭირო, რომელიც  შეძლებს ქალების პრობლემების გადაჭრას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, დაბა ლაითურში და დაბა ნარუჯაში ქალების უმეტესობა დღის განმავლობაში ისეთ სამუშაოებს ასრულებს, რომელიც ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. საოჯახო საქმეებთან ერთად, უწევთ თხილის, ჩაის პლანტაციებში და საყანე ფართობებში მუშაობა. დაბაში მცხოვრები ქალების თქმით, კარგი იქნება თუ ამოქმედდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები.

ქალები მოითხოვენ  შრომითი უფლებების დაცვას, დასაქმების პრობლემების გადაჭრას, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.

მთელ რიგ სოფლებში კვლავ პრობლემაა წყალი და გაზიფიცირება, განსაკუთრებით, მაღალმთიან  და ეკომიგრანტებით დასახლებულ  სოფლებში.

ქალებისთვის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უდიდეს დაბრკოლებებს უკავშირდება. მათ შორისაა, სამედიცინო დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობის არქონა, მედპერსონალის არაპროფესიონალიზმი, სტერეოტიპებით გაჯერებული დამოკიდებულებები, ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალებისთვის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა. არის შემთხვევები, ქალებს  საერთოდ უჭირთ თავიანთი პრობლემების დასახელება, რადგან ისინი გადართული არიან ოჯახზე, ბავშვების მოვლაზე.

შშმ პირებისათვის მთავარი პრობლემა   ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პანდუსების საკითხია. ისინი ითხოვენ შშმ პირებისთვის სოფლის და ქალაქის ადაპტირებულ ავტობუსებს და სამარშრუტო ტაქსებს;  ადაპტირებული საარჩევ უბნების და პარკინგის გაკეთებას, განსაკუთრებით, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე; ეკლესიისა და ბიბლიოთეკის შესასვლელის ადაპტირებას; სოფლის და ქალაქის ავტობუსებისა და სამარშრუტი ტაქსების და  ავტობუსების გაჩერებების  ადაპტირებას, რათა დამოუკიდებლად შეძლონ  მგზავრობა. 

ქალთა საჭიროებების გამოვლენა  დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“  ფარგლებში მოხდა,  რომელიც  ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

 

https://uploadfiles.io/5ze6t  ანგარიში  ვრცლად იხილეთ აქ. 

ავტორი: ნიუპრესი