|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა უნ­და იც­ოდ­ნენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მსურ­ვე­ლებ­მა? - პაატა იმნაძის რჩევა

რა უნ­და იც­ოდ­ნენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მსურ­ვე­ლებ­მა, ხო არ არ­ის რა­იმე და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც აუც­ილ­ებ­ლად უნ­და უთხრან ექ­იმს აც­რის წინ? - კითხვას ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი, თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი პა­ატა იმ­ნა­ძე პასუხობს.

COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნე­ბის შე­საძ­ლო გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი დრო­ებ­ითი და COVID-19-ის ინ­ფექ­ცი­ას­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუ­ქია. ვაქ­ცი­ნა­ცი­ას შე­საძ­ლოა ახ­ლდეს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რაც ნორ­მა­ლუ­რია და მი­ან­იშ­ნებს, რომ ორ­გა­ნიზ­მი გა­მო­იმ­უშ­ავ­ებს იმ­უნ­იტ­ეტს. COVID -19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი ან მე­ორე დო­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­საძ­ლოა აღ­ინ­იშ­ნოს რე­აქ­ცია (ტკი­ვი­ლი, შე­შუ­პე­ბა, შე­წით­ლე­ბა) ინ­ექ­ცი­ის ად­გილ­ზე, დაღ­ლი­ლო­ბა, შე­უძ­ლოდ ყოფ­ნა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, შემ­ცივ­ნე­ბა, ცხე­ლე­ბა, გუ­ლის­რე­ვა და ლიმ­ფუ­რი ჯირ­კვლე­ბის შე­შუ­პე­ბა.

COVID-19 mRNA ვაქ­ცი­ნის უკ­უჩ­ვე­ნე­ბე­ბია: ცნო­ბი­ლი მძი­მე ალ­ერ­გი­ული რე­აქ­ცია ვაქ­ცი­ნის ნე­ბის­მი­ერ კომ­პო­ნენ­ტზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ეთ­ილ­ენ­გლი­კოლ­ზე (PEG) ან მო­ნა­თე­სა­ვე მო­ლე­კუ­ლებ­ზე; მე­ორე დო­ზის­თვის — და­უყ­ოვ­ნებ­ლი­ვი ალ­ერ­გი­ული რე­აქ­ცია ვაქ­ცი­ნის პირ­ველ დო­ზა­ზე.

დრო­ებ­ითი უკ­უჩ­ვე­ნე­ბე­ბია: ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე (38,50 C -ზე მე­ტი) მძი­მე მწვა­ვე და­ავ­ად­ება — ვაქ­ცი­ნა­ცია უნ­და გა­და­იდ­ოს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე; COVID-19 გა­და­ტა­ნილ პი­რებ­ში მო­ნოკ­ლო­ნუ­რი ან­ტის­ხე­ულ­ებ­ით ან რე­კონ­ვა­ლეს­ცენ­ტის პლა­ზით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა — ვაქ­ცი­ნა­ცია უნ­და გა­და­იდ­ოს სულ მცი­რე 90 დღით, მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ვაქ­ცი­ნინ­დუ­ცი­რე­ბუ­ლი იმ­უნ­ური პა­სუ­ხე­ბის ინ­ტერ­ფე­რენ­ცი­ის თა­ვი­დან არ­იდ­ებ­ის მიზ­ნით;

ნე­ბის­მი­ერ სხვა აც­რა­სა და COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რას შო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ტერ­ვა­ლი უნ­და იყ­ოს 14 დღე (გა­მო­ნაკ­ლი­სია ან­ტი­რა­ბი­ული პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ინ­ტერ­ვა­ლის დაც­ვის გა­რე­შე).

გაფ­რთხი­ლე­ბა: ორ­სუ­ლო­ბა; ძუ­ძუ­თი კვე­ბა; იმ­უნ­ოკ­ომ­პრო­მი­სუ­ლი პი­რე­ბი, იმ­უნ­ოკ­ომ­პრე­სი­ულ თე­რა­პი­აზე მყოფ­თა ჩათ­ვლით — შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ შემ­ცი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი; ან­ამ­ნეზ­ში და­უყ­ოვ­ნე­ბე­ლი ალ­ერ­გი­ული რე­აქ­ცია სხვა ნე­ბის­მი­ერ ვაქ­ცი­ნა­ზე ან ინ­ექ­ცი­ურ თე­რა­პი­აზე (მაგ., კუნ­თებ­ში, ინ­ტრა­ვე­ნუ­რად ან კან­ქვე­შა ვაქ­ცი­ნებ­ზე ან თე­რა­პი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ უკ­ავ­შირ­დე­ბა mRNA COVID-19 ვაქ­ცი­ნე­ბის კომ­პო­ნენ­ტს ან პო­ლი­სორ­ბატს). უნ­და შე­ფას­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის რის­კი-სარ­გე­ბე­ლი და ისე გა­დაწყდეს აც­რა.

ას­ეთი პი­რე­ბი მეთ­ვალ­ყუ­რე­ობ­ის ქვეშ უნ­და იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ვაქ­ცი­ნა­ცი­იდ­ან 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში; სა­შუ­ალო ან მძი­მე მწვა­ვე და­ავ­ად­ება კვე­ბი­თი, კონ­ტაქ­ტუ­რი ან სე­ზო­ნუ­რი ალ­ერ­გი­ები, კვერ­ცხის, ჟე­ლა­ტი­ნის და ლა­ტექ­სის ჩათ­ვლით, არ გა­ნი­ხი­ლე­ბა სიფ­რთხი­ლის ზო­მად ან უკ­უჩ­ვე­ნე­ბად.

ას­ტრა­ზე­ნე­კას რე­კომ­ბი­ნან­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნის უკ­უჩ­ვე­ნე­ბე­ბია: ჰი­პერ­მგრძნო­ბე­ლო­ბა ვაქ­ცი­ნის აქ­ტი­ურ ნივ­თი­ერ­ებ­აზე ან და­ნა­მატ­ზე;

მე­ორე დო­ზის­თვის — ან­აფ­ილ­აქ­სი­ური რე­აქ­ცია ვაქ­ცი­ნის პირ­ველ დო­ზა­ზე. დრო­ებ­ითი უკ­უჩ­ვე­ნე­ბე­ბია: ცხე­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე (38,50C -ზე მე­ტი) მძი­მე მწვა­ვე და­ავ­ად­ება; ნე­ბის­მი­ერ სხვა აც­რსა და COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რას შო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ტერ­ვა­ლი უნ­და იყ­ოს 14 დღე (გა­მო­ნაკ­ლი­სია ან­ტი­რა­ბი­ული პრო­ფი­ლაქ­ტი­კა, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ინ­ტერ­ვა­ლის დაც­ვის გა­რე­შე);

გაფ­რთხი­ლე­ბა: სის­ხლდე­ნე­ბი­სად­მი და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა, ან­ტი­კო­აგ­ულ­აცი­ური მკურ­ნა­ლო­ბა; იმ­უნ­ოკ­ომ­პრო­მი­სუ­ლი პი­რე­ბი, იმ­უნ­ოკ­ომ­პრე­სი­ულ თე­რა­პი­აზე მყოფ­თა ჩათ­ვლით — შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ შემ­ცი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი; ორ­სუ­ლო­ბა; ძუ­ძუ­თი კვე­ბა; სა­შუ­ალო ან მძი­მე მწვა­ვე და­ავ­ად­ება; თრომ­ბო­ცი­ტო­პე­ნია; დე­მი­ელ­ინ­იზ­აცი­ის დარ­ღვე­ვე­ბი.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა