|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა უნდა გაითვალისწინოთ იატაკის გათბობის შერჩევისას?

საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცის ტემპერატურული კომფორტის მისაღწევად იატაკის გათბობა ყველაზე პოპულარული სისტემაა. მისი პროფესიონალური მონტაჟი ხანგრძლივ და ეფექტურ მუშაობას განაპირობებს. ამისთვის საჭიროა ზუსტად იცნობდეთ იატაკის სისტემების მახასიათებლებს და თანამშრომლობდეთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებლებში სანდო რეპუტაციით სარგებლობს. 

იატაკის გათბობის დადებითი მხარეები

თუ სივრცეში სითბოს თანაბრად განაწილება თქვენი მთავარი პრიორიტეტია, მაშინ იატაკის გათბობა უნდა აირჩიოთ. რადიატორები, სტანდარტულად, თბილი ჰაერის ძირითად ნაწილს აგრეგატთან უყრიან თავს და ოთახის თითოეულ წერტილში განსხვავებულ ტემპერატურას ქმნიან. იატაკის გათბობა ჰაერის ცირკულაციას ქვემოდან ზევით ახდენს. თბილი ჰაერი ადამიანის სიმაღლეზე ადის და დიდხანს ნარჩუნდება. აქედან გამომდინარე, თანაბრად გამთბარი ინტერიერი ნებისმიერ მობინადრეს სიამოვნებას ანიჭებს. სამუშაო სივრცის შემთხვევაში მსგავსი სისტემა ამაღლებს შრომისუნარიანობას, რაც ოფიციალური კვლევებით დადასტურებულია. 

იატაკის გათბობის დამონტაჟებისას თქვენ არ გიწევთ კედლებზე რადიატორებისთვის საჭირო სივრცის გამოყოფა. ასე თქვენ მეტი ადგილი გრჩებათ სასურველი ავეჯის განსათავსებლად. ასევე აღარ ერიდებით ტექნიკის მონტაჟს ამ აგრეგატების სიახლოვეს, ვინაიდან ცნობილია, რომ, მაგალითად, ტელევიზორის დამონტაჟება რადიატორთან რეკომენდებული არ არის. 

იატაკში მოთავსებული მილების დაზიანება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ ტიპის სისტემის საექსპლუატაციო ვადა 50 წელია და მისი დაზიანება მხოლოდ მექანიკურად არის შესაძლებელი. 

თბილი იატაკის სრული სისტემა იატაკის საფარის ქვეშ თავსდება. ზედაპირზე, თვალისთვის შესამჩნევ ადგილას მონტაჟდება თერმოსტატი, რომლის საშუალებითაც თითოეულ ოთახში სხვადასხვა ტემპერატურის შენარჩუნება შეგიძლიათ. ამ გზით ოჯახის თითოეული წევრი პირად სივრცეში თავს კომფორტულად გრძნობს და ენერგიაც ეკონომიურად იხარჯება. იატაკის გათბობა ხარჯებს 20-30%-ით ამცირებს.

სად შევიძინოთ იატაკის გათბობის თანამედროვე სისტემები?

იატაკის გათბობა თერმოინდუსტრიაში მოთხოვნადი სისტემაა, რომელიც შემოწმების ხანგრძლივ პროცედურებს გადის. კომპანიის პროდუქცია ფლობს ISO სერტიფიკატს, რაც მის კონკურენტუნარიანობას ერთიორად ზრდის. ევროპული სტანდარტებით მომუშავე გუნდის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის უსაფრთხოებაა, ამიტომ კუსტარულად დამონტაჟებული სისტემებისგან სრულყოფილად დაცული ხართ. მრავალფეროვანი ასორტიმენტი თქვენს პრიორიტეტებზე მორგებული აგრეგატების შერჩევას გაგიმარტივებთ. 

იატაკის გათბობის მრავალრიცხოვანი უპირატესობები საერთაშორისო ბაზარზეა ცნობილი, შესაბამისად, ამ ტიპის გათბობა პოპულარობას წლების განმავლობაში ინარჩუნებს. თერმოინდუსტრიასთან ერთად მონტაჟის სრული პროცესი თქვენთვის ეფექტური და სასიამოვნო გამოცდილება გახდება. 

 

ავტორი: ნიუპრესი