|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა უნდა გავითვალისწინოთ კარკასული და გასაბერი აუზის შეძენისას?

აგარაკზე ან თუნდაც, საკუთარ სახლში აუზის მოწყობა საკმაოდ დიდ ხარჯებთანა დაკავშირებული, გარდა ამისა, მას სჭირდება სისტემატური მოვლა და გასუფთავება, რაც დაკავშირებულია როგორც ფიზიკურ, ასევე ფინანსურ რესურსებთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ უარი უნდა თქვათ ამ სიამოვნებაზე და ზაფხულის ცხელ დღეებში ასეთი გასართობი მოიკლოთ. 

სტაციონარული აუზისგან განსხვავებით გასაბერი და კარკასული აუზები იდეალური ვარიანტია სიცხესთან საბრძოლველად. თან, ხელმისაწვდომია, მარტივია დასამონტაჟებლად და შეგიძლიათ  განათავსოთ სხვადასხვა, თქვენთვის მოსახერხებელ ადგილას. 

საქართველოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის „ლილო მოლის“ ონლაინ შოპი liloshop.ge გასაბერი და კარკასული აუზების ფართო არჩევანს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ. მის შესაძენად არ არის აუცილებელი სპეციალურად რომელიმე დღის გამოყოფა და დასათვალიერებლად ლილო მოლში წასვლა, შეგიძლიათ ონლაინ, საიტზე შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და შეიძინოთ მარტივად ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან, ბარათით, ან ანგარიშზე გადარიცხვით. მეტიც, თუ იმ მომენტისთვის საკმარისი თანხა არ გაქვთ, მაგალითად კარკასული აუზის შესაძენად, შესაძლებელია ისარგებლოთ ონლაინ განვადებით. 

რაც შეეხება მიწოდების სერვისს, 100 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენისას, თბილისში კურიერი მას უფასოდ, შეკვეთიდან 2-3 სამუშაო დღეში მოგართმევთ, რეგიონებში კი - 3-5 სამუშაო დღეში. გარდა ამისა, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საწყობიდან გატანის სერვისით. შეიძენთ ონლაინ და თავად მიაკითხავთ საწყობში წასაღებად. 

რა უნდა გაითვალისწინოთ აუზის შეძენისას? 

სანამ აუზს შეიძენთ აუცილებლად წინასწარ შეარჩიეთ ადგილი, სადაც განათავსებთ მას. უმჯობესია, რომ მისთვის განკუთვნილი ტერიტორია იყოს ვრცელი და გაშლილი, ზედაპირი კი სწორი. ნაკლებად დგამენ აუზს ჩრდილში, რადგან მზის სხივებით გამთბარი წყალი პაპანაქება ზაფხულშიც კი სასიამოვნოა. 

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ვარიანტს არჩევთ, გასაბერს თუ კარკასულს,  აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები ყიდვისას: 

  • რამდენ ადამიანზეა გათვლილი - განსაზღვრეთ იმ პირების რაოდენობა და ასაკი, რომლებმაც აუზით უნდა ისარგებლებენ. ამის შედეგად გადაწყვეტთ, კარკასული აუზის ყიდვა სჯობს თუ გასაბერის.
  • ონკანის აუზთან სიახლოვე - წყლის რესურსის არსებობა აუზთან ახლოს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აუზში წყლის მუდმივი ცვლა მოგიწევთ, ონკანის გარეშე კი მისი შევსება გაგიჭირდებათ. 
  • აუზის ძირი გამძლეობისა და კომფორტისთვის – გაითვალისწინეთ, რაც უფრო სქელია აუზის ძირი, მით უფრო კომფორტული და გამძლეა, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო დიდი ხნით მოგემსახურებათ.
  • ფილტრები - აუზში რომ წყალი სუფთა უნდა იყოს, ეს ყველამ იცის, სწორედ ამისთვის მნიშვნელოვანია ფილტრების არსებობა, ამიტომ შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ამ დეტალს.
  • აქსესუარები – როდესაც არ იყენებთ აუზს, ის გადახურული უნდა იყოს, რომ არ დაბინძურდეს. ზოგიერთ მოდელს სტანდარტულ კომპლექტაციასთან ერთად მოყვება ისეთი აქსესუარები როგორიცაა კიბე, დამცავი ტენტი და ა.შ. ამიტომ უმჯობესია, ეს საკითხიც არ დატოვოთ უყურადღებოდ. 




ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა