|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რაც უნდა მოხდეს, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან" -გარდაცვლილის დედა

ქუთაისელი ექიმის, ირაკლი მერკვილაძის წინააღმდეგ არსებული საქმის განხილვა გუშინ საქალაქო სასამართლოში გაიმართა. ექიმს 22 წლის ქალის ვიოლეტა მატინოვას გარდაცვალებაში ბრალს გარდაცვლილის დედა სდებს.   

 საქალაქო სასამართლოში  სხდომა 18 საათზე დაიწყო, სადაც ძირითადად ირაკლი მერკვილაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მას გოგონას გარდაცვალებაში ბრალი არ მიუძღვის. ექიმი გინეკოლოგის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქალი საავადმყოფოდან დაუკითხავად წავიდა, მას ფილტვების ანთება განუვითარდა.  

როგორც გარდაცვლილი ვიოლეტა მატინოვას დედა აცხადებს, მან ვერ გაუძლო ექიმის გამოსვლას და პროცესი დატოვა.

„მერკვილაძის ადვოკატმა დამატებითი დრო მოითხობა, რადგან ერთი საათი არ ეყოფოდათ. სამი საათის განმავლობაში ისაუბრა  ექიმმა,  ისიც კი თქვა, რომ ჩემ შვილს ეპილეფსია ჰქონდა, რაც სიცრუეა. თუ ბრალი არაფერში მიუძღვის პირადად თვითონ რატომ ყიდულობდა ჩემი შვილისთვის წამლებს? ჩემ სიძეს ეუბნებოდა, რომ წამალი საავადმყოფოში არ ჰქონდათ და პირადად ყიდულობდა აბებს. რა ჭირდა ისეთი ჩემს შვილს, რასაც არ გვეუბნებოდა? მე ვეღარ გავუძელი მისი ტყუილების მოსმენას და პროცესი დავტოვე.  რაც  უნდა მოხდეს, ჩემი შვილის საფლავზე მაქვს დაფიცებული, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან და არ გავჩერდები",- განაცხადა მატინოვამ. 

სასამართლო განხილვა, რომელსაც მოსამართლე ციცინო მოსიძე უძღვება, 1 დეკემბერს გაგრძელდება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა