" რაიხსტაგზე დროშა რომ აჰქონდათ, ის არ იყო ასე დაგლეჯილი" (ფოტო)
ეროვნულ სიმბოლოსთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს წევრს, დავით წიტაიშვილს შენიშვნა აქვს. მან ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის თავზე დახეული დროშის არსებობა გააპროტესტა.
მისი თქმით, "სირცხვილია, ქალაქის ცენტრში, უნიკალური შენობის თავზე, დაგლეჯილი დროშა რომ ფრიალებს. რაიხსტაგზე დროშა რომ აჰქონდათ, ის არ იყო ასე დაგლეჯილი. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოვაგვაროთ",-განაცხადა წიტაიშვილმა.
დეპუტატი აღნიშნული განცხადებით, გუშინ, საკრებულოს რიგით მე-16 სხდომაზე გამოვიდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა