|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რამდენად კანონიერად მოხდა ისტორიულ შენობაზე აივნის დემონტაჟი?"

ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ქუთაისში, ტაბიძის #2 ავარიული შენობის აივნის დემონტაჟის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ცამციშვილს განუცხადეს, რომ ადგილზე მის მისვლამდე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„გვითხრეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეისწავლე აღნიშნული საქმე. გვაინტერესებს, რამდენად კანონიერად მოხდა ისტორიულ შენობაზე აივნის დემონტაჟი და რა ბედი ელის შენობას? შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 5 თვის წინ საკითხით დაინტერესებისკენ "გირჩის" იმერეთის ორგანიზაცია ადგილობრივ თვითმმართველობას მოუწოდებდა“-აცხადებს თემურ ცამციშვილი.

მისი განცხადებით,  "გირჩი" საკითხით დაინტერესებას კვლავ გააგრძელებს და პროცესს თვალს მიადევნებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ საუკუნეში აშენებული შენობის ფასადი გუშინ ჩამოინგრა. დღეს დემონტაჟი მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა