|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რამდენი საწოლია მზად კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად?

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პრემიერთან შეათანხმეს ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო გეგმა.

 მისი თქმით,  440 საწოლი ხვალიდან მზად იქნება პაციენტების მისაღებად.

"აქამდე თუ მხოლოდ ინფექციურ საავადმყოფო იღებდა პაციენტებს, უკვე გადაწყდა, რომ პირველი რიგის მიმღებები იქნება 5 კლინიკა: ინფექციური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, ყოფილი მერვე საავადმყოფო მთლიანად დაიცლება, ამის საჭიროება ჯერ არაა მაგრამ მოსახლეობა რომ მშვიდად იყოს. ასევე, მთლიანად გათავისუფლებდა რესპუბლიკური საავადმყოფო და იქ კარანტინში მყოფი პაციენტები გადაინაცვლებენ სხვა სივრცეში, ასევე, გორის ჰოსპიტალი. დამატებით ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გამოიყოფა 11 საწოლი", — თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, არსებობს ასევე დამატებითი გეგმა, რომლის მიხედვითაც, მიღწეულია შეთანხმება კერძო სექტორთან და საჭიროების შემთხვევაში დამატებით 4 კლინიკა, ჯამში 3600 საწოლით გამოთავისუფლდება.

„ამის შემდეგ არის გეგმა B - პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა მოლაპარაკებები კერძო სექტორთან. წინასწარი შეთანხმება არსებობს, რომ დიდი საავადმყოფოების ქსელში, როგორებიც არის - „ევექსი“, „ავერსი“, „პსპ-ს“ ქსელი, „ნიუ ჰოსპიტალი“ და სხვები, ღუდუშაურის საავადმყოფო, მათთან მიღწეულია პირველადი შეთანხმება, რომ ისინი გაამზადებენ გამოსათავისუფლებლად 3600 ადგილს და მოთხოვნიდან ორ დღეში ეს 3600 ადგილი იქნება დაცლილი.

სულ საქართველოს ექნება 3600 და დღეს მოქმედი 420 საწოლი. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ჩავთვალოთ გადაწყვეტილად. თავისუფლდება საუკეთესო კლინიკები, საუკეთესო აღჭურვილობით. არსებობს ასევე გეგმა C, როდესაც უკვე ის კერძო სექტორი, კიდევ დამატებით 3600 საწოლს გამოათავისუფლებს. ეს წინასწარი შეთანხმება არსებობს და ყველა გაგებით მოეკიდა ამას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა